Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

რუსთავის იზოლატორთან ზურაბ ცეცხლაძის, გიორგი ლიფონავას და ნათია ლეთოდიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საზოგადოება
897
Frontnews
რუსთავის იზოლატორთან ზურაბ ცეცხლაძის, გიორგი ლიფონავას და ნათია ლეთოდიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის იზოლატორთან გზის გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ ცეცხლაძის, გიორგი ლიფონავას და ნათია ლეთოდიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

"ჩვენი პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მამა გზის გადაკეტვის გულისთვის დააკავეს. ჩვენ გვინდა, ამ ადამიანის მხარდასაჭერად, პატივსაცემად ჩავიდეთ რუსთავში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა. არ ვიცით, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლო დაჭერები, ნიღბებისთვის იჭერენ, გზის გადაკეტვისთვის იჭერენ. სად მივდივართ, ხალხო?!", - განაცხადა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი ტერაშვილის დედამ მარინა ტერიშვილმა.

ზურაბ ცეცხლაძეს 7-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მამის დაპატიმრების შემდეგ ზვიად ცეცხლაძემ საპატიმროში შიმშილობა დაიწყო.  

რეჟისორსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ გიორგი ლიფონავას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, პარტია "დროას" წევრ ნათია ლეთოდიანს კი 6-დღიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები