Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა

სამართალი
1264
Frontnews
სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.

 

მოსამართლე მაია თეთრაულმა აკაკი ნაკაშიძეს, დავით კუტალაძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს სასჯელი 1 წლით შეუმცირა და თავისუფლების 4 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

 

თავდაპირველად მათ სასჯელის სახით 5-5 წლით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. 

თაგები:

5 ივლისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები