Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სააპელაციომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სამართალი
667
Frontnews
სააპელაციომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

 

სხდომას ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდნენ.

 

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 

ნელი დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების შეცვლის იმედი არ ჰქონიათ. ანა თავხელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება თუ არც მესამე ინსტანციის სასამართლოში შეიცვლება, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში გამოიტანა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები