ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.
"აღნიშნული განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში ექსპერტ-კრიმინალისტების მობილურობის გაზრდას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება რთულად მისადგომ, სპეციფიკურ რელიეფზე დროული და შეუფერხებელი გამოცხადება. ასევე, თანამედროვე აღჭურვილობისა და მოპოვებული მტკიცებულებების სტანდარტების სრული დაცვით ტრანსპორტირება", - აღნიშნავენ შსს-ში.
თაგები:
ავტოპარკი




