ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღო

ავტორი
Frontnews საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 4 930 კოლოფი სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 27 608 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
უაქციზო სიგარეტი




