ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსი მოულოდნელად გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, შედეგად ავტობუსის მძღოლი დაიღუპა.
მსუბუქად დაშავდა ორი მგზავრი, რომლებიც კლინიკიდან პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




