Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა

პოლიტიკა
483
Frontnews
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლუკა ეხვაიამ გახსნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიას პროფესორი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შედიან.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.

პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანს და ფულად ჯილდოს.

საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები