ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
საქართველოსა და თურქეთის შს სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ავტორი
Frontnews საქართველო
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აკადემიების ხელმძღვანელებმა - გიორგი სახოკიამ და მურატ ბალჯიმ მოაწერეს.
შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია სასწავლო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.





