ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
7 სექტემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექი და ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ავტორი
Frontnews საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მისივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).





