Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

პოლიტიკა
511
Frontnews
საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარუდგენს.

არსებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშიც, რომელიც, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, იქნება გრძელი და არსებითი დოკუმენტი.

კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები