Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სახალხო დამცველი – გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

საზოგადოება
808
Frontnews
სახალხო დამცველი – გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა და აპარატში მომუშავე ექიმმა დღეს, 19 მარტს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

11 მარტს გიორგი ჩიკვაიძეს დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.

12 მარტს ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

თაგები:

Giorgi Chikvaidze
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები