Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე სხდომები 30 ნოემბრამდე გადაიდო

პოლიტიკა
51
Frontnews
საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე სხდომები 30 ნოემბრამდე გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე დღევანდელი პროცესი გადაიდო.

მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალება გახდა.

სხდომები 30 ნოემბრამდე გადაიდო.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე პროცესები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. პროცესი მხარეებს შორის კითხვა-პასუხის ეტაპზეა გადასული.

სარჩელი ეხება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები