Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სალომე სამადაშვილი – მამაკაცი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს

პოლიტიკა
620
Frontnews
სალომე სამადაშვილი – მამაკაცი ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დარბაზიდან, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა გაიმართოს, მამაკაცი ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

 

სამადაშვილის თქმით, ის შეეცდება ნიკოლოზ სამხარაძეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დაწყების საშუალება არ მისცეს, თუმცა მასაც ალბათ, დარბაზს დაატოვებინებენ.

 

ე.წ. აგენტების კანონპროექტების დაწყების განხილვას დღეს პარლამენტში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები