ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სალომე ზურაბიშვილი - ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია

ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” კრიზისშია.
“ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია. ან რა სქემები არსებობს ამ ყველაფრის უკან. ჩვენ ამ ყველაფერში ვერ გავერკვევით, რადგან ეს მათი თამაშებია, მაგრამ რაც ნათელია, არის ის, რომ ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს. სრულიად ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით ხან იქით ეჯახება, ხან აქეთ, მიმართულება აღარ გააჩნია.
სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, თავისი მიმართულება აქვს რუსეთს და მისი ჰიბრიდული სტრატეგია ამის ფონზე უფრო ადვილად ძლიერდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




