ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სალომე ზურაბიშვილი - ერთმანეთს აბრალებენ, რომ არიან მოღალატეები, წარმოუდგენელი სცენარი და ცირკია

ავტორი
Front News საქართველო
ერთმანეთს აბრალებენ, რომ არიან მოღალატეები, თვითონ გამოდიან და ერთმანეთს აბეზღებენ, როგორც ვნახეთ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი აბეზღებს ყოფილ პრემიერს. წარმოუდგენელი სცენარი და ცირკია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რაღაცას აპირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს.
“ვის ებრძვის, ვინ არის სხვა ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ვის აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ. სხვები ვინ არიან. მე არ ვიცი, ზარქუა თუა დღეს მმართველი ამ ქვეყნის, თუ ვინ უნდა იყოს, ცოტა გაუგებარია. ამიტომ მისი პოზიციაც არის გაუგებარი, რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს და ბოლომდე გარკვეული პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია.
ერთმანეთს აბრალებენ, რომ არიან მოღალატეები, თვითონ გამოდიან და ერთმანეთს აბეზღებენ, როგორც ვნახეთ ყოფილი თავდაცვის მინისტრი აბეზღებს ყოფილ პრემიერს. წარმოუდგენელი სცენარი და ცირკია. რაც აჩვენებს ყველაზე მეტად, რომ არის უნდობლობა და რომ ეს რეჟიმი მიდის ჩქარი ტემპით თავის დასასრულისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




