Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სალომე ზურაბიშვილი - გახარიას პარტია, რაღაცნაირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს ვითომ "მე კარგი მონა ვარ" და ვიქნებით ბოლომდე თქვენი

პოლიტიკა
245
Frontnews
სალომე ზურაბიშვილი - გახარიას პარტია, რაღაცნაირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს ვითომ "მე კარგი მონა ვარ" და ვიქნებით ბოლომდე თქვენი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება“ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ანადგურებს და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლას აგრძელებს.

"დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების. დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებისთვის, დღეს არის დღე, როცა ცდილობს "ქართული ოცნება", რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში, იმიტომ, რომ ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთმა ქვეყანამ არ ჩაიდინა, რასაც ჰქვია, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და ამ ფორმით ამის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოთი და აღარც ვიცი, რა მდგომარეობაში ჩააყენა "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლო და როგორ ასამარებს თვით საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაშიც ამყოფებს "ქართული ოცნება" ამ ქვეყანას და საერთოდაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ.

ასევე სამარცხვინოა ის, რომ ერთი პარტია, გახარიას პარტია, რაღაცნაირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს ვითომ "მე კარგი ვარ, კარგი მონა ვარ" და კიდევ დაგემონებით და ვიქნებით ბოლომდე თქვენი. იმ დროს, როცა ასეთი რამ ხდება, არც სოლიდარობა, არც გულშემატკივრობა სხვების. რა მნიშვნელობა აქვს აქ, რომელი პოლიტიკურ პარტიას ეხება, ჩემი გემოვნება-თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები და ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ ჩვენ, ვინც ვხედავთ სად არის ქვეყნის ინტერესი, სად არის ქვეყანა და არა რომელიმე კონკრეტული პარტია - ჩვენ უნდა ერთად დავდგეთ ყველა. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები