ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლება და შემდგომ მისი კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღებას ცდილობდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრამამდე „ალფა-პვპ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




