ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა

ავტორი
Frontnews საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგრომეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში იძულებით გადაადგილებული 240 პირი დაფინანსდა.
დევნილთა სააგენტომ პროგრამის გამარჯვებულებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად, ხელის ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატები და მრავალწლიანი კულტურის ნერგები შეუსყიდა.
სახელმწიფო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მათი ყოველდღიური საქმიანობა სტაბილურ შემოსავლის წყაროდ აქციონ.
თაგები:
ხელის ტრაქტორები




