ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

ავტორი
Frontnews საქართველო
თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებითდაკომპლექტებული ჯგუფები კასპის სოფლების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. დღეს სოფელ ვაზიანში მცხოვრები მოსახლეობა აიცრა.
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო – სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.
თაგები:
ვაქცინაცია




