Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას სან ანტონიოში გააგრძელებს

1418
Frontnews
სანდრო მამუკელაშვილი კარიერას სან ანტონიოში გააგრძელებს

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში რჩება. მისი ახალი გუნდის ვინაობა დღეს გამთენიისას გახდა ცნობილი.

 

The Athletic-ის ცნობით, მამუკელაშვილი კარიერას ტეხასის შტატში, სან ანტონიო “სპერსის” რიგებში გააგრძელებს.

 

სან ანტონიო NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ფრენჩაიზია, ქართველი კალათბურთელისთვის კი იდეალური ადგილი განვითარებისთვის.

 

საამაყოა, რომ სანდრო მამუკელაშვილს ისეთი დიდებული მწვრთნელი გაწვრთნის, როგორიც გრეგ პოპოვიჩია და მენტორობას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მძიმე ფორვარდი ტიმ დანკანი გაუწევს.

 

მიმდინარე სეზონში “სპერსი” წარუმატებლად ასპარეზობს, მაგრამ ისინი მომავალზე აკეთებენ აქცენტს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდრო მამუკელაშვილს ახალ გუნდში აუცილებლად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები