Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

კონფლიქტები
1253
Frontnews
საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა.

2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

2017 წლის 7 მარტს ქუთაისის სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის ამ დრომდე დაუსჯელია.

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევროს გადახდა დააკისრა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები