Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნინო ლაცაბიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა

პოლიტიკა
1082
Frontnews
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნინო ლაცაბიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის წევრის, ნინო ლაცაბიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.

 

ნინო ლაცაბიძის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე არჩევის გამო, რაც შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა პარლამენტს, მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები