Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
156
Frontnews
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის მაია ბითაძის ადგილმონაცვლის ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა ცნოს ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს.

მაია ბითაძე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა 16 სექტემბერს მაია ბითაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები