Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

საქართველოში შემომსვლელი ნებისმიერი პირისთვის კოვიდრეგულაციები უქმდება

საზოგადოება
1752
Frontnews
საქართველოში შემომსვლელი ნებისმიერი პირისთვის კოვიდრეგულაციები უქმდება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უცხოეთიდან ქვეყანაში შემოსვლისას ნებისმიერი პირი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.

 

“უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან”, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები