Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 ძებნილი პირი დააკავა

სამართალი
178
Frontnews
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 2 ძებნილი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ტრაილერში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების  5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება", - აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები