ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სენაკში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ავტორი
Front News საქართველო
სენაკში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"დღეს, სენაკში, პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
18 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღეებიდან, რომლებმაც უმძიმესი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
სამხედრო აგრესია განსაკუთრებით მძიმედ შეეხო სენაკს - დაიბომბა ქალაქი და მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზა, დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები - მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაეცნენ ჩვენი თანამოქალაქეები, მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები - თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია.
დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი მათ ხსოვნას. გვირგვინებით შევამკეთ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი, ხოლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.
მათი თავდადება და სამშობლოს სიყვარული მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული მეხსიერების ნაწილად.
მარადიული ხსოვნა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს!", - წერს სენაკის მერი ვახტანგ გადელია სოციალურ ქსელში.





