Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

საზოგადოება
722
Frontnews
სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.

"სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე მ. ნ.-ას (მისამართი: სენაკი, ნოსირი, 22-ე ქუჩა N27) კუთვნილი ფრინველთა (მწყრის) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მწყრის დაკვლის ფაქტი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები