Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სერგი კაპანაძე – “ოცნებამ” იცის, რომ ევროკავშირისგან რაღაცა კონკრეტული პასუხებია მოსალოდნელი და თადარიგს იჭერს

პოლიტიკა
633
Frontnews
სერგი კაპანაძე – “ოცნებამ” იცის, რომ ევროკავშირისგან რაღაცა კონკრეტული პასუხებია მოსალოდნელი და თადარიგს იჭერს

ამ ხელისუფლების არსი არის ეს, მხოლოდ ზედაპირული კონტაქტები თავისი ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ დიპლომატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” არცერთი შეხვედრა საქართველოს სასიკეთოდ არ ყოფილა.

“ერთი შეხვედრა გაიხსენოს ვინმემ, რომელზეც საქართველოსთვის მნიშვნელოვან რაიმე თემაზე იყო შეთანხმება და საქართველოს მოსახლეობა, ქვეყანა, ბიუჯეტი ან რაიმე იხეირებდა. ყველა ეს შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა და ვიზიტები ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ აქ პროპაგანდის მეშვეობით ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და თქვან, რომ ლეგიტიმურები ვართო.

ამ ხელისუფლების არსი არის ეს – მხოლოდ ზედაპირული კონტაქტები თავისი ლეგიტიმაციისთვის.

დავითაშვილმა რომ ხელი ჩამოართვა ამერიკელ დიპლომატს, რა ხეირი?! საქართველოს რა ხეირი?!

“ოცნებამ” იცის, რომ მორიგი ხაზების გადაკვეთის შემდეგ ევროკავშირისგან რაღაცა კონკრეტული პასუხებია მოსალოდნელი და თადარიგს იჭერს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ლევან დავითაშვილი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდა. როგორც დავითაშვილი ამბობს, შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური პერსპექტივები განიხილეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები