Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შალვა პაპუაშვილი – საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებზე ზრუნვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ახლა უკვე ჰუმანიტარული დახმარების პირველ პარტიას უკრაინაში აგზავნის

პოლიტიკა
1219
Frontnews
შალვა პაპუაშვილი – საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებზე ზრუნვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ახლა უკვე ჰუმანიტარული დახმარების პირველ პარტიას უკრაინაში აგზავნის

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას Twitter-ზე ეხმიანება.

 

“საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებზე ზრუნვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ახლა უკვე ჰუმანიტარული დახმარების პირველ პარტიას უკრაინაში აგზავნის, რომელიც უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის პირობებშია“, -წერს პაპუაშვილი.

 

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, უკრაინელი ხალხისთვის უკვე შესყიდულია ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგანი, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჟანგბადის კონცენტრატორები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები