Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შალვა პაპუაშვილი – ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას

პოლიტიკა
1156
Frontnews
შალვა პაპუაშვილი – ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს უსამძიმრებს.

 

“ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება.

 

სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება.

 

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა…

 

ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას“, – წერს პაპუაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები