Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შალვა შავგულიძე – არ დაუჭიროთ მხარი ამ რუსულ პროექტს

პოლიტიკა
1195
Frontnews
შალვა შავგულიძე – არ დაუჭიროთ მხარი ამ რუსულ პროექტს

პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების მხარდაჭერისგან თავი შეკავება ურჩია.

 

“გულწრფელად მივმართავ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. პატივცემულო კოლეგებო, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილების გამო თითოეული პარლამენტარის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი ძალიან მაღალი იქნება. ამიტომ მოგმართავთ, არ დაუჭიროთ მხარი ამ რუსულ პროექტს. 

 

არავის უნახავს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წასული ადამიანი ბედნიერი ყოფილიყოს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები