Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შალვა თადუმაძე ალან მიჩელს შეხვდა

პოლიტიკა
27
Frontnews
შალვა თადუმაძე ალან მიჩელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთან ალან მიჩელთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში შალვა თადუმაძემ, კომიტეტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ასევე, საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის პირობებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

"მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას.

შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ  საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა უწყებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მზადაა ამ კუთხით მუშაობის გასაგრძელებლად, ისევე როგორც თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები