Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან ახლოს რუსული ფრეგატი იწვის

უკრაინა
1002
Frontnews
შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან ახლოს რუსული ფრეგატი იწვის

შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან ახლოს რუსული ფრეგატი იწვის.

 

წინასწარი მონაცემებით, გემი უკრაინულმა კომპლექსმა „ნეპტუნმა“ დააზიანა, აფეთქების შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. 

 

მედიის ინფორმაციით, ფრეგატის დასახმარებლად დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გემები გამოვიდნენ. 

 

ინფორმაცია ოკუპანტების გემზე აფეთქების შესახებ სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა. დღეს კი დადასტურდა, რომ მსგავსი შემთხვევა რეალურად მოხდა.

 

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერს, რომ ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ (ნომერი 799) იწვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები