ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
შიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





