Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

საზოგადოება
718
Frontnews
შიდა ქართლში ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმე ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე, დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები