Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შიო მესამე - ტარიელ ჭანტურია სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა

საზოგადოება
55
Frontnews
შიო მესამე - ტარიელ ჭანტურია სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა

ტარიელ ჭანტურიას გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

„სახელოვან პოეტსა და კეთილშობილ პიროვნებას – ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება. მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს. იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები