Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შოთა დიღმელაშვილი – დილით ყველანი შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას

პოლიტიკა
868
Frontnews
შოთა დიღმელაშვილი – დილით ყველანი შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას

აქციის მონაწილეთა ნაწილი დილით, კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლებს, – ამის შესახებ  შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

 

“შემდეგი ნაბიჯი არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად, წყნარად გავატაროთ, თავს არ შეგაწყენთ ბევრი საუბრით. გვაქვს ეკრანზე თავშესაქცევები და გამოვიყენოთ ეს დრო, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ვინც დასაცავად არის მოსული ხელისუფლების, რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ეს ადამიანებიც გვჭირდება.

 

რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით და მათთვის თითქოს არაფერი იცვლება.    ამიტომ დილით ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით”, – განაცხადა დიღმელაშვილმა. 

 

აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე იმყოფება “ქართული ოცნების” ოფისთან, ნაწილი კი ღამეს პარლამენტთან გაათევს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები