Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შს მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა

სამართალი
254
Frontnews
შს მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს ლინგ ჭიფენგს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს.

გაგა კირკიტაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ერთმანეთს სამართალდამცავ სფეროში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები