Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შს მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

სამართალი
134
Frontnews
შს მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლიენიუნკანგში გამართულ გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ყოველწლიურ ფორუმში (GPSCFL).

"საერთაშორისო ღონისძიების პარალელურად, გაგა კირკიტაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნურბეკ აბდიევთან. მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე წლის აგვისტოში ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, ულან ნიაზბეკოვის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა. მან განაცხადა, რომ მსგავსი მაღალი დონის დიალოგი არსებითად უწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ინსტიტუციურ დაახლოებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზაობა ოპერატიული გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების გაგრძელების თაობაზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაგა კირკიტაძე ასევე შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანატოლი ვასილიევს. მხარეებმა იმსჯელეს სამართალდამცავ სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები