Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა

სამართალი
674
Frontnews
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის ბრალდებით ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული მ.ბ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს.

დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები