ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
შსს საინფორმაციო კამპანიას "პროფესია პოლიციელი" განაგრძობს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას "პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობასა და ძირითად ფუნქციებს.
საინფორმაციო შეხვედრების დროს მოზარდები ეცნობიან სამართალდამცავი უწყების მუშაობის სპეციფიკას და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს იღებენ.
კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში საპოლიციო საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაცია.
საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“ შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
თაგები:
"პროფესია პოლიციელი“




