Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

შსს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კამპანიას - "პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს

საზოგადოება
745
Frontnews
შსს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კამპანიას - "პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კამპანიას „პროფესია პოლიციელი“, რომლის ფარგლებშიც, ონის, უწერისა და ღაბის საჯარო სკოლების მოსწავლეები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, ონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას  და ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ესტუმრნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების წარმომადგენლებმა, მოზარდებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ძირითადი საქმიანობის, ფუნქციური მიმართულებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში უწყების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, მათ სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მექანიზმები გააცნეს.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები