Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სიბიგა - მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ და როდის უხელმძღვანელებს ომში მყოფ ქვეყანას

უკრაინა
56
Frontnews
სიბიგა - მხოლოდ უკრაინელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ და როდის უხელმძღვანელებს ომში მყოფ ქვეყანას

მხოლოდ უკრაინის ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ და როდის უხელმძღვანელებს ომში მყოფ სახელმწიფოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს მოუწოდა, ახალი ლიდერი აირჩიონ.

ტრამპის მტკიცებით, უკრაინის ლიდერს ომის დასასრულებლად რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან ეს შანსები თითქოს არ გამოიყენა.

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სათავეში უდგას ჩვენს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ომის დროს. მას აქვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სწორედ ხალხს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან გაჟღერებული განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ზელენსკი კარგად ასრულებს თავის საქმეს და სწორედ ამიტომ "იმსახურებს მხარდაჭერას“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები