ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სიბიგა - ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ, ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან

ავტორი
Front News საქართველო
"ნორდიკულ-ბალტიური რვიანის" ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერები დელეგაციებთან ერთად, კიევში იმყოფებიან.
"ჩვენი დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისივე ცნობით, "ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და გამართავენ ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს კიევში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართება, სადაც ლიდერებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ.
თაგები:
ანდრეი სიბიგა




