Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სიღნაღის მერიის თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

შემთხვევა
590
Frontnews
სიღნაღის მერიის თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად სიღნაღის მერიის თანამშრომელი გარდაიცვალა. 

 

თვითმხილველების თქმით, ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე “ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. 

 

მანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლამდე ქალი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

 

მძიმედ დაშავდა ამავე სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები