Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

საზოგადოება
382
Frontnews
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს.

არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს.  ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები