ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ავტორი
Frontnews საქართველო
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
თაგები:
სოხუმის დაცემა




