Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სომხეთის შს მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სამართალი
671
Frontnews
სომხეთის შს მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს.

საჩვენებელ ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები