Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სომხეთის შს მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

სამართალი
175
Frontnews
სომხეთის შს მინისტრი დელეგაციასთან ერთად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით  მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია.

დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას.

სულხან თამაზაშვილმა  ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის როლსა და მნიშვნელობაზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები,  ასევე, მოინახულეს დეპარტამენტის ავტოპარკი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები.

დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა უმასპინძლეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები