ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სოფელ კასრისწყალში საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა

ავტორი
Frontnews საქართველო
სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა.
ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
სოფელ კასრისწყალში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და უახლოეს პერიოდში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.





